50 კმ-ზე სპორტულ სიარულში, ლონდონის ოლიმპიადაზე მონაწილე პოლონელმა „ქართველმა", 35 წლის მასიეჟ როსიევიჩმა 63 კოლეგას შორის 44-ე ადგილი დაიკავა. მან აღნიშნული დისტანცია 4:05:20 საათში დაფარა, რაც მისთვის სეზონის საუკეთესო შედეგი გახლდათ. გამარჯვებულს რაც შეეხება, იგი რუსი სერგეი კირდიაპკინი იყო, რომელმაც დისტანცია ოლიმპიური რეკორდით (3:35:59) დაასრულა.
ქართული მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელობას არჩევანში რომ შეეშალა, იქიდანაც ჩანს, მისი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სხვა ორმა პოლონელმა სპორტულად მოსიარულემ, გაცილებით უკეთესი შედეგი რომ აჩვენა. ლუკაშ ნოვაკი ფინიშთან მე-9, ხოლო რაფალ სიკორა მე-18 მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები