25 წლის თბილისელი მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე 120 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალშია. ჩვენებურმა ფალავანმა 1/8-ფინალში მექსიკელი ხესე რუის ფლორესი დამაჯერებლად (11:0) დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ქართველმა ყაზახ დაულეტ შაბანბაის, ასევე ორ პერიოდში მოუგო (5:0) და რუსეთის წარმომადგენელ ბილიალ მახოვზე გავიდა. ქართველმა ეს ასპარეზობაც მოიგო (2:1 ქულებით) და ოლიმპიური მედალი გაინაღდა.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, რომელიც საქართველოს დროით 22:56 საათზე დაიწყება, ქართველის მეტოქე, საკმაოდ ტიტულოვანი უზბეკი არტურ ტაიმაზოვი იქნება. ეს უკანასკნელი, 3 ოლიმპიადის ფინალისტია, საიდანაც ბოლო 2 (2004, 2008) მოიგო, 2000 წელს კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მასალის გამოყენების პირობები