აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოში, სოფელ ღურტას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების შენობების რეაბილიტაცია, რაც დღემდე ეტაპობრივად ხორციელდება.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ღურტას სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის თანახმად მოეწყობა საკლასო, კომპიუტერული და ადმინისტრაციული ოთახები. შეიცვლება კარ-ფანჯრები. დამონტაჟდება გათბობის სისტემა თხევად საწვავზე. ასევე, შეიცვლება სკოლის სახურავი. სამუშაოები 10 სექტემბერს დასრულდება.
ღურტას სკოლა 1972 წელს აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. 2011-2012 საწავლო წელს ღურტას საჯარო სკოლაში ირიცხება 148 მოსწავლე.სკოლაში 26 პედაგოგიდან 3 სერთიფიცირებულია.