ხულოს მუნიციპალიტეტში, ახალ სასწავლო წელს კიდევ ერთი ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში. სოფელ ქედლებში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნოდა და მშენებლებს გაესაუბრა.
ახალი სკოლა მშენებლობა თანამედროვე სამშენებლო მასალით კალციუმ სილიგატის სენგვიჩ პანელით მიმდინარეობს, რომელიც მაღამთიან, სეისმურად აქტიურ ზონებზეა გათვლილი. პროეტის თანახმად, მოეწყობა 12 საკლასო ოთახი, შენობაში განთავსდება კომპიუტერული ცენტრი.
სოფელ ქედლებში ადგილობრივებმა 1997 წელს საკუთარი სახსრებით ხის საჯარო სკოლაა ააგეს, თუმცა წლების განმავლობაში შენობა სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამო გახდა. ახალი სკოლის მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტრომ 335 662 ლარის გამოყო. სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება.