საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განაგრძობენ ჯანდაცვის სისტემის შემოწმებას, რომელსაც 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა გაზრდილი ნაკადის მიღება მოუწევს. 10 აგვისტოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსცხელიხაზის 1505-ის პრეზენტაციის შემდეგ, დღეს ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ.
ცენტრის თანამშრომლებთან საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში, 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში 900 000 ადამიანით გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება პაციენტთა მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებული უნდა შეხვდეს.
საუბრის დროს ვანო მერაბიშვილმა, ყურადღება გაამახვილა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ზრდის პარალელურად სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზეც. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებში.