სუპერპოპულარული ფილმის "მარტო სახლში" ვარსკვლავი მაკოლეი კალკინი ნარკოდამოკიდებულობიის გამო სიკვდილის პირასაა, წერს ამერიკული მედია.
ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კალკინი არა თუ მარიხუანასა და კოკაინზე, არამედ ჰეროინზე და ოკსიკოდინზე "ზის". ექიმები მას მააქსიმუმ "ნახევარ წელს აძლევენ".
ჟურნალისტებმა ისიც დაითვალეს, რომ კალკინი "გართობისთვის" თვეში 6 ათას აშშ დოლარს ხარჯავს და მან საკუთარი ბინა მანჰეტეენზე "ბუდედ" აქცია, სადაც თავის მეგობრებთან ერთად ერთობა.
მსახიობი არა თუ კამერების წინ ქუჩაშიც იშვიათად ჩნდება. თუმცა მისი მნახველები ამტკიცებენ, რომ იგი "საშინლად" გამოიყურება.
კალკინის პრესმდივანი, ამ ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი ბრწყინვალე ფორმაშია და აბსოლუტურად ჯანმრთელია.
2000 წელს კალკინის ნახევარ და წამლის ზედმეტი დოზის გამო გარდაიცვალა, ხოლო 2012 წლის მარტში იმავე მიზეზით დაიღუპა კალკინის 24 წლის მეგობარი გოგონა, მსახიობი ელია როზელო.
გარდაცვლილის მშობლებმა კალკინი მათი ქალიშვილის დაღუპვაში დაადანაშაულეს.