სოციალური ქსელი Facebook-ი ვირტუალურ სამორინეს ხსნის. სამორინე ამ დროისთვის ბინგოს მოყვარულებზეა გათვლილი.
Bingo&Slot Friendzy-ის პირველი ფუნქცია, სადაც თანხის განთავსება რეალური ფულით შეიძლება, თამაშ Gamesys-ის შემქმნელმა გაუშვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ვირტუალური სამორინეს სრულყოფაზე მუშაობენ და სულ მალე მრავალი თამაშის დამატება იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის ვურტუალური სამორინეთი სარგებლობა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 29%-ით, 955 მლნ-მდე გაიზარდა.