მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიის მიერ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 10 დან 13 აგვისტოს ჩათვლით შეიზღუდება გადაადგილება მარჯვენა სანაპიროზე მშრალი ხიდიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით, ვინდაიდან ამ მონაკვეთზე გზის გაფართოვება მიმდინარეობს.
სარტანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ზაარბრუკენის მოედნიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.