ცნობილი ფრანგი ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე სექტემბერში ბაქოს ეწვევა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჟერარ დეპარდიეს კავკასიაში ვიზიტის მიზანი ფილმში მონაწილეობაა, რომელიც ალექსანდრე დიუმას ცხოვრებას ეხება.
დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას (მამა) კავკასიაში მოგზაურობას ეხება, დეპარდიე მთავარ როლს ასრულებს.