მსოფლიოში კვების პროდუქტები გაძვირდა. ივლისსში კვების პროდუქტების ღირებულება 6 %-ით გაძვირდა. ამის შესახებ საუბარია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) პრესრელიზში.
"ფაოს" შეფასებით, საკვები პროდდუქტების გაერთიანებულმა ინდექსმა 213 პუნქტი შეადგინა, რაც 12 პუნქტით მეტია გასული თვის მაჩვენებლებზე. ხორბლის საფასო ინდექსმა ივლისში 260 პუნქტი შეადგინა, რაც 38 პუნქტით მარალია ივნისის მაჩვენებელზე. ივლისში გაძვირდა ხორციც, თუმცა საანგარიშო პერიოდში რძის პროდუქტებზე ფასი არ გაზრდილა.
უნდა აღინიშნოს, რომ გვალვამ ძალიან ბევრი რეგიონი დაზარალა, რამაც მსოფლიოში კვების პროდუქტების შემცირება გამოიწვია.