კინოვარსკვლავი ნატალი პორტმანი ქორეორგაფ ბენჟამენ მილპიეზე გათხოვდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთი დარენ არაფონსკის ფილმის, "შავი გედის" გადაღებებისას გაიცნო. პორტმანმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის თავის კარიერაში პირველი ოსკარი მიღო. მილპიე ფილმის ქორეოგრაფი იყო.
წყვილის რომანისა და ნიშნობის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს გახდა ცნობილი. მსახიობმა მაშინ გაანაცხადა, რომ ორსულად იყო. 2011 წელს წყვილს ბიჭი - ალეფი - შეეძინა.
პორტმანისა და მილპიეს ქორწილი "საიდუმლო" ვითარებაში, კალიფორნიის სანაპიროზე, გააიმართა. სტუმრებს სთხოვეს, თავი შეეკავებინათ მობილური ტელეფონებისა და ფოტოაპარატეების გამოყენებისგან.