ხვალ, 10 აგვისტოს, ჩაის საწარმოს მშენებლობისთვის აჭარის მთავრობა ინვესტორის მოძიებას მეორად აუქციონზე შეეცდება.
ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 4900 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება, პირობებიანი ელექტრონულ აუქციონზე 70 ათას ლარადაა განსაზღვრული, მაშინ როდესაც პირველად აუციონზე მისი საწყისი ფასი 175 ათას ლარს შეადგენდა.
მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში დაიწყოს, არანაკლებ 12 თვის ვადაში დაასრულოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს ჩაის დამფასოებელი საწარმოს შენობა, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 350 000 ლარის ინევესტიცია.
მყიდველი ვალდებულია ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში საწარმოში მუდმივად 2 წლის ვადით დაასაქმოს არანაკლებ 10 მოქალაქე.
იმავდროულად, მყიდველი ვალდებული ხდება, აუქციონის დასრულებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს შპს "ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის" კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, საზოგადოების ანგარიშზე 51 470 ლარის ჩარიცხვა, რომელიც 2012 წლის 16 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 51 470 ლარს, რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი.