ხვალ, 10 აგვისტოს, 15:00 საათზე, "ბათუმშის შერატონში" „ილიუნი ბიზნეს რევიუსა" და ჟურნალ „ფორბსის" ერთობლივი კვლევის „ტურიზმი აჭარაში - მსოფლიოს ყველაზე მეგობრული რეგიონი"პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, კვლევის მთავარი მიზანი იყო ერთი მხრივ, აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა მიმდინარე პერიოდისათვის, ხოლო მერე მხრივ, მომხდარიყო აჭარის ტურისტული პოტენციალის ერთგვარი ანალიზი.
კვლევის თანახმად, აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა 2009 წლიდან 2011 წლამდე ასზე მეტი პროცენტით არის გაზრდილი. სასტუმრო ნომრების რაოდენობისა და სასტუმრო ადგილების მიხედვით, აჭარის მასშტაბით ბათუმი და ქობულეთი ლიდერობენ. ბათუმი პირველ ადგილზეა სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა მაჩვენებლის მიხედვითაც. მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ტურისტთა რაოდენობის სოლიუდური ზრდა ფიქსირდება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ასევე ჟურნალ ,,ფორბსის" ახალი ნომერი, რომლის ძირითადი თემაც აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებია.
პრეზენტაციაზე დაანონსდება ასევე ჟურნალ ,,ფორბსისა" და ,,ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მორიგი კვლევის თემა.
შეგახსენებთ, რომ „ილიუნი ბიზნეს რევიუ" მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.