"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" დროებით (2 თვით) წყვეტს პროექტში "კომპიუტერი ყველა სოფელს" მონაწილეობას.
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია", როგორც კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მონაწილეობს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კომპიუტერის ცოდნის გავრცელების ცენტრების შექმნაში.
საარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, კორპორაციამ გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს პროექტის ფარგლებში ნებისმიერი აქტივობა. „საქართელოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ყველა მსგავსი ტიპის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ განაახლებს.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა. კორპორაციამ, როგორც კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კომპიუტერული ცენტრების კეთილმოწყობაზე პატრონაჟი წლის დასაწყისში აიღო. პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს სოფლებში გარემონტდება და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ოფისები.