"ვისოლ ჯგუფი" სუპერმარკეტი „სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს და თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ახალ ობიექტს ხსნის. ახალი სუპერმარკეტის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
ლილოს ბაზრობის მიმდებარედ, ვისოლის ავტოგასამართ სადგურთან მდებარე ახალი სუპერმარკეტი „სმარტი" მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების, უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანსა და ზომიერ ფასებს სთავაზობს. ობიექტზე განთავსებული „სმარტ კაფე" სრული მომსახურებით, უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქტებით, მზა კერძებითა და სასმელებით, ინტერნეტ (WIFI) ზონით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით კახეთისკენ მიმავალ მგზავრებს სრულ კომფორტს უქმნის. სუპერმარკეში ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატიცაა განთავსებული.
"სმარტის" სუპემარკეტების ქსელის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვართ, რომ დღეიდან კახეთისკენ მიმავალ მგზავრებს საშუალებას ვაძლევთ, ევროპული სტანდარტების სუპერმარკეტ „სმარტში" მათთვის საჭირო პროდუქტები კომფორტულ გარემოში მისაღებ ფასად შეიძინონ. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ ყოველი ობიექტის გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასობით ოჯახში შემოსავლის წყაროს გაჩენას ნიშნავს," - აცხადებენ „სმარტში".
თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 50-მდე ადამიანი დასაქმდა. „სმარტის" თითოეული თანამშრომელი სპეციალური ტრენინგის შემდგომ საქმდება და დაზღვევითა და უფასო კვებით სარგებლობს.
„სმარტის" ქსელის განვითარება გრძელდება და უახლოეს თვეებში „სმარტის" სავაჭრო ცენტრი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, წყნეთში, ბათუმსა და სამტრედიაში გაიხსნება. სუპერმარკეტების ქსელი სვადასხვა ფორმატის იქნება. მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი «სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.