"ნაციონალური მოძრაობის" სპიკერი ჩიორა თაქათაქიშვილი იქნება. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თაქთაქიშვილი ყველა იმ მოსაზრებას და განცხადებას მიიტანს საზოგადოებამდე და მედიამდე, რომელიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში იქნება აქტუალური.
"ბევრი ვიფიქრეთ, ვის შეეძლო დაეკვებინა ეს თანამდებობა, რადგან ძალიან ბევრი კანდიდატურა გვყავს, რომელთაც პოლიტიკურ თემებზე ამომწურავად შეუძლია საუბარი. მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილი 4 წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი კარგი აღმოჩენა საქართველოს პარლამენტში, ის აქტიურად მუშაობდა იურიდიულ კომიტეტში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი", - განაცხადა მაჭავარიანმა.