აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ფინანსთა მინისტრთან, ვაჟა ბოლქვაძესთან ერთად მაჭახელაში პირველი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მოინახულა. იგი ქართული ინვესტიციით ხორციელდება, პროექტის თანახმად, 30 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 19 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, შენობაში ასევე განთავსდება 30 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და რესტორანი. მიმდებარე ტერიტორიაზე აიგება სასტუმროს ტიპის 4 კოტეჯი. შპს "მაჭახელა-2005" სამუშაოებითვის 300 ათასი ლარს დახარჯავს.
ლევან ვარშალომიძის განცხადებით, რეგიონისთვის ტურისტული პოტენციალი მხოლოდ ზღვა არ არის, ვიზიტორთა უმრავლესობა ქალაქგარეთ დასვენებას ამჯობინებს, ამიტომაც მთავრობის პრიორიტეტია ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, მაჭახელას ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მისივე განცხადებით, მალე დასრულდება მაჭახელა-მარადიდის შემაერთებელი გზის მშენებლობა, რაც ნაკრძალში ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.