კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის უმეტეს რაიონებს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, რაც თავის მხრივ ენერგოსისტემაში, დაახლოებით, 13:20 საათზე მომხდარი სისტემური ავარიის შედეგია.
”ელექტროენერგიის უქონლობის გამო, თითქმის 1 საათის განმავლობაში, ფუნქციონირება შეწყვეტილი ჰქონდა არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებულ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ყველა სათავო ნაგებობასა და სატუმბო სადგურებს, მათ შორის ღრმაღელისა და სამგორის საფილტრო სადურებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სათავო ნაგებობებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 14:20 საათიდან ეტაპობრივად დაიწყო, წყალმომარაგება დედაქალაქში 4 საათის განმავლობაში კვლავაც შეფერხებებით განხორციელდება, ვინაიდან, ტექნიკური პროცესების გამო, წყალსადენის ქსელებისა და სამარაგო რეზერვუარების შევსება, წყალმომარაგების რეჟიმების დარეგულირება და წყლის მიწოდების აღდგენა გაცილებით მეტ დროს ითხოვს”- განმარტავენ კომპანიაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, სათავო ობიექტების ელექტროენერგიით ჩვეულ რეჟიმში მომარაგების პირობებში, თბილისის სრული წყალმომარაგების აღდგენა დღეს, 18:30 საათიდან, ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები