ავიაკომპანია "აირზენამ" ანტალიის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა.
კომპანიის ინფორმაციით, ფრენები თბილისიდან 30 აგვისტოს, 6, 13 და 20 სექტემბერს შესრულდება.
როგორც "აირზენას" მენეჯმენტი აცხადებს, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული პაკეტის გარეშე, როგორც ავიაკომპანიის სალაროებში, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და ავიაკომპანიის ვებ გვერდზე airzena.com ონლაინ რეჟიმში.
ბილეთის ფასი ორი გზა, მოსაკრებლების ჩათვლით 327 ევროდან იწყება.