ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით აღდგენილია.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო ელექტრისისტემაში განუცხადეს, იმერეთის გადამცემ ხაზზე გადართვისას მოხდა ავარია, რამაც სისტემის გათიშვა განაპირობა.
"ავარიის ლიკვიდაცია 20 წუთში აღმოიფხვრა და ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია", - განმარტავენ სახელმწიფო ელექტრისისტემაში.