ჩაის ფასმა ყოველგვარ პროგნოზს გადააჭარბა. ელიტური შავი ჩაის ღირებულება, საბითუმო ბაზარზე 41 %-ით.
ანალიტიკოსების მტკიცებით, ჩაის ფასი მისი მოსავლის შემცირების ფონზე იზრდება.
ჩაის მწარმოებელ ქვეყნებში ჩაის მოსავლის შემცირების გამო, ჩაის ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 2,5 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ჩაის მოსავალი კი თავის მხრივ შრი-ლანკასა და კენიაში გადაუღებელი წვიმებისა და გვალვის გამო შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კენიაში ბოლო 1,5 წლის განმავლობაში ჩაის მოსავალი 11,5 %-ით შემცირდა, ხოლო ინდოეთსა და შრი-ლანკაში კი 10 %-ით. ჩაის უმსხვილესმა იმპორტიორებმა: რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, პაკისტანმა, და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ჩაის მარაგები საგრძნობლად გაზარდეს.
საბითუმო ბაზარზე ელიტური შავი ჩაის ფასი კილოგრამზე 4 დოლარამდე გაიზარდა.