"ქართული ოცნების" ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე არაგვისპირელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახელობას „ქართული ოცნების" ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისპროგრამები გააცნო და მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში თითეულ ჩუღურეთელს არსებულიპრობლემების გადაწყვეტას დაჰპირდა.
მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატთან , პრობაციონერების დაშანტაჟების ფაქტებზე , წყლის ხარისხის გაუარესებაზე, უმუშვრობასა და სხვა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა.
"ამ უბანში გავიზარდე და კარგად ვიცი რა პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება. გარდა იმისა, რომ ჩუღურეთში თითქმის ყველა ქუჩაზე წლებია გადაუჭრელია დაზიანებული შენობების პრობლემა, მხოლოდ ეს არ არის დისკომფორტი ადამიანებისთვის. აი ეს არის სააკაშვილის რეალური საქართველო. ასევე განსაკუთრებულად მწვავედ დგას პრობაციონერების პრობლემა, მათზე წინასაარჩევნოდ ხორციელდება მუქარა და შანტაჟი. წყლის ხარისხი კი ჩუღურეთელების ონკანებში უკვე რამდენიმე კვირაა მკვეთრად გაუარესდა, მის მოგვარებაზე კი არავინ ფიქრობს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.