თბილისს და საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია ერთი საათით არ მიეწოდებოდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ელექტროსისტემაში განუცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ავარია გახდა.
მათივე ინფორმაციით, ავარიის ადგილი და მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამუშაოები და დეტალები ზუსტდება.
ამ დროისათვის თბილისს ენერგომომარაგება აღუდგა, რეგიონებში კი მიწოდების პროცესი უკვე დაწყებულია.