"ეს არის უტიფრობის ძალიან მაღალი ხარისხით გამოვლინება", _აცხადებს ექსპერტი ლევან ჩოლოყაშვილირუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინ გაკეთებული აღიარების კომენტირებისას.
"ეს არის უტიფრობის ძალიან მაღალი ხარისხი გამოვლინება რუსეთის პირველი პირის მიერ და მე არ ვიტყოდი, რომ ეს პირველი შემთხვევაა მათთვის ვისაც ამის დაჯერება არ უნდა.
მედვედევმა შედარებით უფრო ადრე, მისი პრეზიდენტობის ვადაში თქვა, რომ ეს შეერება ნატოს გაფართოების მცდელობისა. ჩვენს თანამოქალაქეებს ზოგს რომ არ შეუძლია ამის დანახვა ამას ვერ დავიჯერებ, იმიტომ, რომ ეს ცხადზე ცხადია და ჩვენზე გადაირა ამ ყველაფერმა, ზოგს არ უნდა უბრალოდ ამის აღიარება, და ამის იგნონირებას ახდენს. თითქოს არ სჯერათ, რომ ამას რუსეთი, რუსეთის მაღალჩინოსნები და კრემლის მესვეურები გააკეთებდა. მათი აღიარება უკვე ყველაფერს წერტილს უსვამს", _აცხადებს ჩოლოყაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ აღიარა, რომ რუსეთს საქართველოსთან ბრძოლის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა ის, რომ რუსეთი ოს სეპარატისტებს საბრძოლველად ამზადებდა და წვრთნიდა.
"ეს საიდუმლო არ არის: გეგმა იყო და სწორედ მის ფარგლებში ვმოქმედებდით. გეგმა გენშტაბმა 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და მე შემითანხმა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ოს მოხალისეებს ვამზადებდით",_ განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში.