ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო "ნასამ" Boeing-თან, SpaceX-თან და Sierra Nevada Corp-თან 1,1 მლრდ დოლარის კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის თანახმად Boeing-ი, SpaceX-ი და Sierra Nevada Corp-ი კოსმოსურ ხომალდებს ააგებენ.
კონტრაქტის მიხედვით, ხომალდის მშენებლობის სანაცვლოდ, კერძოდ, კაფსულა CST-100-ის შექმნისთვის, Boeing-ი 460 მლნ დოლარს მიიღებს.
კომპანია Space Exploration Technologies (SpaceX) კი, კონტრაქტის მიხედვით, 440 მლნ დოლარის მფლობელი გახდება, სანაცვლოდ, ის ვალდებულია, საფრენი აპარატი Dragon-ი შექმნას.
Sierra Nevada Corp-ი კი, კონტრაქტის მიხედვით, 212,5 მლნ დოლარს მიიღებს და ვალდებული იქნება, ააწყოს ხომალდი, სახელწოდებით Dream Chaser-ი.
მასალის გამოყენების პირობები