გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, მაზოხისტებისთვის სპეციალური სასტუმრო გაიხსნა. მცირე ტერიტორია გაყოფილია ორ ოთახად, სადაც გამის გათევა 18:00 საათიდან 09:00 საათამდე შეიძლება. ერთ-ერთ ოთახში მდებარეობს ბოძი, სადაც შესაძლებელია თავისა და ხელების დაფიქსირება, ჭერიდან ჩამოშვებულია ნამდვილი ჯაჭვები. მეორე ოთახში განთავსებულია მეტალის ლოგინი, ხელბორკილებით. აბაზანა გადაკეთებულია საექიმო კაბინეტის სტილში და აღჭურვილია შესაბამისი თამაშებისთვის ყველა სახის მოწყობილობით.
როგორც სასტუმროს მფლობელი ტიმო ვერხნერი აცხადებს, ყველას არ შეუძლია საკუთარ სახლში ჰქონდეს სადომაზოხისთვის საჭირო მოწყობილობები, ამიტომ ის კლიენტებს შესაძლებლობას აძლევს, დღეში 130-140 ევროს ფარგლებში დაიკმაყოფილონ თავიანთი სექსუალური ახირებები.