გორის მთავარ მოედანზე 2008 წლის ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით სანთლების აქცია გაიმართა. 2000 ანთებული სანთლით გამოისახა წარწერა - "ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგრესია" . სანთლების ასანთებად გორელების გარდა, გორის რაიონის სოფლებიდანაც იყვნენ ჩასულები.
პირველი სანთელი სიმბოლურად ნინა რომელაშვილმა აანთო, რომელიც ომში დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის შვილია. ოჯახმა რუსული აგრესიის დროს ორი წევრი დაკარგა.
გორის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს არის ერთგვარი გზავნილი მსოფლიოსათვის და ამასთან გახსენება იმ გმირი მებრძოლების, რომლებიც ბოლომდე იცავდნენ ქვეყანას რუსული აგრესიისგან.
პირველი სანთელი სიმბოლურად ნინა რომელაშვილმა აანთო, რომელიც ომში დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის შვილია. დევნილმა ოჯახმა რუსული აგრესიის დროს ორი წევრი დაკარგა.
სანთლების აქციის შემდეგ, გორში ანთებული ფარნებიც გაუშვეს.