დღეს, 9 აგვისტოს, ამერიკელ პოპ- და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალს, მსახიობს, კინოპროდიუსერსა და მოდელს, უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონს 49 წელი შეუსრულდებოდა. ჰიუსტონი 1963 წლის 9 აგვისტოს დაიბადა.
მსოფლიო მასშტაბით უიტნი ჰიუსტონს გაყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. მომღერალი ცნობილი იყო თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპი იყო.
მსოფლიოში აღიარებული მოღერალი და მასახიობი უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ლოს -ანჟელესის სატუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ის ბუნებრივი გარემოებებით გარდაიცვალა. მისმა პირადმა მცველმა ჰიუსტონი უგონო მდგომარეობაში იპოვა და ექიმები გამოიძახა. მისთვს გონებაზე დაბრუნების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. ჰიუსტონი გრემის დაჯილდოების ცერემონიალიამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა.