უბედური შემთხვევის შედეგად, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, გელა თევზაძე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი გურიაში საკუთარ სოფელში ხიდან ჩამოვარდა.
"გელა თევზაძე უსაზღვროდ განათლებული და ღირსეული ადამიანი გახლდათ", - აცხადებენ მის კოლეგები.
თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისა და გარდაცვლილის კოლეგების განცხადებით, გელა თევზაძე თავისუფალი უნივერსიტეტში განხორციელებული ყველა ნოვაციის ერთ-ერთი ინიციატორი და შემსრულებელი იყო.