ყველაზე ლამაზ ქალაქად ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა დასახელდა. ლამაზი ქალაქების რეიტინგი ინტერნეტპორტალმა rbc-მ შეადგინა.
ინტერნეტპორტალმა რეიტინგი 35 786 რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად შეადგინა. რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხული რესპოდენტების 14,75% პრაღის სილამაზით აღტაცებულია. ლამაზ ქალაქთა მოწინავე პოზიციაზე იმყოფება ასევე პარიზი, რომელიც ყველაზე ლამაზ ქალაქად რესპოდენტთა 12,75%-ს ჰყავს დასახელებული. რეიტინგში მესამე ადგილზეა რომი 11,23%-ით.
ყველაზე ლამაზი ქალაქების რეიტინგი 22 ქალაქს მოიცავს და მეოთხე ადგილზეა ვენა, მეხუთეზე- ლონდონი, მეექვსეზე - მოსკოვი, მეშვიდეზე - ამსტერდამი, მერვეზე - ბუდაპეშტი, მეცხრეზე -კიევი, მეათეზე - სტოკჰოლმი, მეთერთმეტეზე - მადრიდი, მეთორმეტეზე - ტალინი, მეცამეტზე - რიგა, მეთოთხმეტეზე - ბერლინი, მეთხუთმეტეზე - ბრიუსელი, მეთექვსმეტეზე -კოპენჰაგენი, მეჩვიდმეტეზე - ლისაბონი, მეთექვსმეტეზე - ათენი, მეცხრამეტეზე - ჰელსინკი, მეოცეზე - ვარშავა, ოცდამეერთეზე ვილნიუსი, ხოლო ოცდამეორე ადგილზე - ოსლო.