ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გიორგი თარგამძემ, გიორგი ახლედიანმა და მაგდა ანიკაშვილმა ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
გიორგი თარგამაძის განცხადებით ამ გმირებმა საქართველსო წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, მათ გაწირეს საკუთარი სიცოცხლე რათა თავიანთი ქვეყანა და ოჯახები დაეცვათ.
„შეიძლება ითქვას, რომ იმერეთმა განსაკუთრებული ტკივილი განიცადა აგვისტოს ომის პერიოდში, რადგან ამ რეგიონიდან 36 ახალაგზრდა შეეწირა ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათ თავიანთი ვალი პირნათლად მოიხადეს თავისი სამშობლოსა და ქვეყნის წინაშე. დღეს არის დღე როდესაც ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ ვართ თუ არა პირნათელნი ჩვენ მათი ხსოვნის წანაშე, იმ იდეებისა და ღირებულებების წინაშე რომლისთვისაც მათ თავი გაწირეს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ