"საქართველოში ძალით მშვიდობის დამყარების გადაწყვეტილება სამართლიანი და დროული იყო", _ ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ცხინვალში გააკეთა.
"რუსეთს მოუხდა გადაწყვეტილების მიღება იმისთვის, რომ აგრესორი უკუეგდო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დროულად, საკმაოდ სწრაფად, რამაც საშუალება მოგვცა, თავიდან კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი აგვერიდებინა. მე რთული გადაწყვეტილების მიღება მომიხდა, რომელმაც ბალანსი აღადგინა და მშვიდობა მოიტანა", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი და სამართლიანი იყო.
"და ეს გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხების ისტორიაში დარჩება", _ განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად, საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.