„ქრისტიან - დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერებმა დღეს სენაკში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ჟიური შარტავას მემორიალს პატივი მიაგეს და 2008 წელს დაღუპული გმირებისა და 90 წლებში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.
დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა სენაკში გამართული დოღი, რომელშიც სენაკის რიაონის სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდობამ მიიღო მონაწილეობა. ქართული სპორტის ტრადიციულის სახეობა მარულა 19 წლიანი პაუზის შემდეგ ქრსტიან-დემოკრატებმა გასულ წელს აღადგინეს და იგი საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს მიუძღვნეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, ძნელია იმ მოვლენების გახსენება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსათვის ბრზოლაში გაწირა.
„სენაკიც და სამეგრელოც იყო ერთ-ერთი ეპიცენტრი 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს აქ დაიღუპნენ ადამიანები მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო პირები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც,დღევანდელი დღის აღნიშვნა ჟიური შარტავას ძეგლთან არის სიმბოლო იმისა, რომ აგრესიულ რუსულ იმპერიასთან დაპირისპირების ისტორია არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში. რომ თავად საქართველოს გამრჩეული ეროვნლი გმირი ჟიური შარტავა და ის ადამიანებიც რომლებიც 2008 წლის აგვისტოში შეეწირნენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას ერთიდაიგივე ღირებულებისთვის, ერთიდაიმავე მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.