ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" ბოდიშს იხდის სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალაში - "2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკაში" - დაშვებული შეცდომის გამო.
საუბარია ტექსტში გამოყენებულ სიტყვაზე - ლეგალურად, რომელიც უნდა იყოს ჩასმული ბრჭყალებში. ამ დროისთვის შეცდომა გასწორებულია.
ვაღიარებთ, რომ მექანიკურმა შეცდომამ აზრის მნიშვნელობა შეცვალა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.
განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდით ჩვენს კოლეგებს შექმნილი უხერხულობისთვის.
სააგენტოს პოზიცია ნათლადაა გამოხატული იმავე მასალის რუსულენოვან ვარიანტში http://www.rus.ghn.ge/news-22854.html .
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მკითხველი გაგებით მოეკიდება ჩვენ მიერ უნებლიეთ დაშვებულ და არა მიზანმიმართულ შეცდომას.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2008 წლის აგვისტოს უმძიმეს დღებში სწორედ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" იყო ერთადერთი - დიახ, ერთადერთი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც რუსულენოვან პორტალთან "გრუზია ონლაინთან" ერთად 24- საათიაან რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. საუბარია კონკრეტულად 7,8 და 9 აგვისტოზე.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"