საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების შესაძლებლობა კვლავ რჩება. ამის შესახებ ევროჯგუფის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
იუნკერმა გერმანიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება ამ ეტაპზე მაკლებად მოსალოდნელია და თუ ეს მაინც მოხდება, სავარაუდოდ შემოდგომის ბოლოს.
მისივე თქმით, საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება არაა სასურველი და ის მთელი რიგ სერიოზულ რისკებს უკავშირდება.
ბი-ბი -სის ინფორმაციით, ჟან-კლოდ იუნკერის პოზიცია თვალნათელს ხდის, რომ ის პერიოდი, როდესაც ევროპის ლიდერები უარს აცხადებდნეენ განეხილათ ევროზონის შემცირება უკან დარჩა.