ირანი გაეროს დამხმარების თხოვნით მიმართავს. თეირანი გაეროსგან სირიაში, ამბოხებულების მიერ მძევლად აყვანილი, ირანელებისაგან შემდგარი 48 კაციანი ჯგუფის გათავისუფლებაში თანადგომას ითხოვს.
შესაბამისი მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეხმა გაუგზავნა.
ირანელეებით სავსე ავტობუსი სირიელმა ამბოხებულებმა დააკავეს და მათ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.
თეირანი აცხადებს, რომ დაკავებულები მომლოცველები არიან, რომლებიც სირიაში შიიტური სიწმინდეების მოსალოცად იყვნენ ჩასულნი.