სამების ახალგაზრდულ ცენტრში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოში ქართული ესტრადის მომღერლები, პოეტები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ხსოვნის საღამო ორგანიზაცია "საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრისა" და საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარდა.