ეგვიპტის ქალაქ ალ-არიშში, სინის ნახევარკუნძულზე, ბლოკპოსტებზე განხორციელებულ თავდასხმას, პირველად, 1973 წლის შემდეგ, ეგვიპტის ხელისუფლებამ საავიაციაო დარტყმით უპასუხა.
ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ინფოორმაციით, დაუდგენელმა პირება ცეცხლი გაუხსნეს ქალაქში განთავსებულ სამ ბლოკპოსტს, რომელიც ისრაელის საზღვრიდან და ღაზას სექტორიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. დაჭრილია 6 სამხედრო მოსამსახურე.
ეგვიპტის ავიაციის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია 20 ექსტრემისტი, იტყობინება ბი-ბი-სი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეგვიპტე ისრაელის საზღვარზე მომხდარი ინცინდენტის შედეგად 16 ეგვიპტელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ეგვიპტეს სასაზღვრო რაიონში წესრიგის დამყარების თხოვნით მიმართა, რასაც ქვეყყნის პრეზიდენტი მოჰამედ მუსრი გამოეხმაურა და სინის ნახევარკუნძულზე წესრიგის დამყარების პირობა დადო.
მომხდარი ინცინდენტების შესახებ პასუხიმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.