ტეხასში სასიკვდილო ინექციის მეშვეობით გონებრივად არასრულფასოვანი პატიმარი დასაჯეს. მას სასჯელის უმაღლესი ზომა ჰქონდა მისჯილი.
54 წლის მარვილ უილსონი პოლიციის ინფორმატორის მკვლელობისთვის 20 წლის წინ გაასამართლეს.
პატიმრის ადვოკატების მტკიცემით მისი დასჯა არ შეიძლებოდა დაბალი IQ-ი გამო (61 ქულა მინიმალური 70-ის პირობებში). დასჯამდე რამდენიმე ხნით ადრე აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ადვოლატების სარჩელი არ დაააკმაყოფილა.
გამოძიებამ 1992 წელს გამოვალინა, რომ უილსონმა მკვლელობის დაგეგმვისას გამოამჟღავნა გამომგონებლობა, მიზანდასახულობა და ლიდეროს თვისებები.
2002 წელს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა გონებრივად ჩამორჩენილი პატიმრების დასჯა, მაგრამ რიგ შტატებს უფლება აქვთ თავად გასაზღვრონ თუ რა ითვლება გონებრივ ჩამორჩენილობად.