უფლებათა დამცვეელი ორგანიზაცია Amnesty International-ი შეშფოთებას გამოთქვამს სირიის კომერციული დედაქალაქის, ალეპოს, მოსახლეობის უსაფრთხოების გამო. ინტერნეტში გავრცელებული, თანამგზავრიდან გადაღებული, ფოტოების მიხედვით ქალაქში 600 ახალი "ორმოა" დაფიქსირებული, რაც საარტილერიო ჭურვების "ნაკვალევია".
ბი-ბი-სის ინფორმაციით, უფლებათდამცველები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დადგეს სირიის მთავრობისა და ამბოხებულების სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაუცველობის გამო.
გუშინ სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს საარტილერიო დაბომბვა გააძლიერეს.
სირიაში ვიზიტად მყოფმა ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საიდ ჯალილმა პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სირია არის რეგიონალური კავშირის უსაფრთხოების "წინააღმდეგობის ღერძი", რომლის გატეხვას თეირანი არ დაუშვებს.
თეთრი სახლის განცხადებით კი, სირიის ხელისუფლება "შიგდნიდან იშლება", ასადი კი "ხელისუფლებას კარგავს".