ირანელთან გიგანტებთან და რუს რუსლან ალბეგოვთან ჭიდილში, 126 კგ პირადი წონის მქონე ქართველმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ, ოლიმპიური ტურნირის ყველაზე პრესტიჟულ, ე.წ. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მისთვის საპატიო მე-5 ადგილი დაიკავა. ატაცშიც და აკვრაშიც მან პირადი რეკორდები გააუმჯობესა - პირველ მოძრაობაში მაქსიმალური წონა 201 კგ დაძლია, მეორეში 232.
ჯამური 433 კგ-ით იგი მესამე ადგილზე გასულ რუს ძალოსანს (პირადი წონა 147 კგ) 15 კილოთი ჩამორჩა. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 22 წლის მსოფლიო ჩემპიონმა სალიმიკორდასიაბიმ (168 კგ) დაისაკუთრა. მასზე 6 კგ-ით ნაკლები მოაგროვა მისმა თანამემამულე ანოუშირავანიმ (152 კგ).
მასალის გამოყენების პირობები