ძალიან მალე, ისტორიისათვის ძალიან მოკლე დროში, ერთ პატარა გაელვებაში - აფხაზეთი და ქართლის შუაგული გათავისუფლდება რუსული ოკუპაციისგან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, აფხაზეთი და ქართლის შუაგული გათავისუფლება ეროვნული გადაშენების იმ საფრთხისგან, რომლის წინაშეც ისინი დღევანდელი ოკუპაციის პირობებში დგანან.
"მათ გაუჩნდებათ რეალური შანსი, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და აირჩიონ მათთვის სასურველი განვითარების კურსი.ამ დროისთვის ჩვენ ვიქნებით წელში გამართული, განვითარებული ევროპული სახელმწიფო - სოციალური დაცვის ძლიერი სისტემით, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უმაღლესი დონის ჯანდაცვით, ძლიერი სოფლის მეურნეობით, დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, ეკონომიკური შესაძლებლობებით სავსე, კორუფციისგან და კრიმინალისგან თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც დაცული იქნება ადამიანის, მეწარმისა და უმცირესობათა უფლებები. ეს არის ჩვენი გეგმა - და სწორედ ეს გეგმა გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უცილობელ გაერთიანებას და გარდაუვალ გამარჯვებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.