ძალიან მალე, ისტორიისთვის ძალიან მოკლე დროში, ერთ პატარა გაელვებაში - ჩვენ მოვესწრებით ახალ რუსეთს - რუსეთს, რომელშიც სამარადჟამოდ დასამარდება საბჭოეთის აღდგენის იდეა; რუსეთს, რომელიც უარს იტყვის იმპერიულ ფანტაზიებზე, რუსეთს, რომელიც დაიწყებს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ისეთ რუსეთთან საქართველო დაალაგებს ურთიერთობას
"იმ რუსეთთან ჩვენ მართლა დავალაგებთ ურთიერთობას - და ამას გავაკეთებთ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე, არამედ როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი, თანასწორუფლებიანი, პარტნიორი ქვეყანა. ასეთ რუსეთთან ჩვენ მოვძებნით კომპრომისებს, მაგრამ არასდროს არ წავალთ კომპრომისზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ხარჯზე", - განაცსადა მიხეილ სააკაშვილმა.