შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოორდინატორების, გია მარსაგიშვილისა და ელენე კავლელიშვილის განცხადებით, მუზეუმიდან ზარზმის ღვთისმშობლის ხატს არ გაიტანენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მიიღო.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან აწყურისა და ზარზმის სახელობის ღვთისმშობლის ხატების გატანა რაბათის ციხეში არარ იგეგმება.
აწყურის ღვთისმშობლისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ახალციხის რაბათის ციხეში გადატანა დროებით იგეგმებოდა. ამას მოქალაქეებისა და მუზეუმის თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, ხატები დაზიანებულია და გადატანა არ შეიძლება.