ახალი სასწავლო წლიდან ოსი სეპარატისტები ცხინვალის რეგიონში სწავლების ბილინგვურ სისტემაზე გადასვლას გეგმავენ. განცხადება ამის შესახებ ცხინვალის რაიონის განათლების ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ლოლოევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ლოლაევმა აღნიშნული განცხადების გაკეთებისას განმარტა, რომ სწავლების ბილინგვური სისტემა ორენოვან - ოსურად და რუსულად სწავლებას ნიშნავს.
"ჩვენ მიერ შეძენილია სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის 30 კომპლექტი, რომლებიც ყველა პირველკლასელს და პედაგოგს დაურიგდება", - განაცხადა მან.