ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თანამშრომლობით ოქტომბრიდან ბათუმში დემოკრატიის სკოლა გაიხსნება.
დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს 5-თვიან სიღრმისეულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გადიან სწავლებას სამოქალაქო აქტივობისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებში. ტრენინგების კურსი მოიცავს თანამედროვე უნარებს, დემოკრატიული საკითხების, დემოკრატიული მმართველობის, ლიდერობის და სოციალური მეწარმეობის ძირეულ საკითხებს. ტრენინგებს ჩაატარებენ მაღალი კვალიფიკაციის მკვლევარები, პრაქტიკოსები და ექსპერტები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან. მონაწილეები ასევე ისარგებლებენ ელექტრონული სასწავლო გარემოთი და მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს, არასამთავრობო, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბათუმის დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობისთვის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი. www.school.nimd.ge.