საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძესა და ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო ი მარფილს შორის წერილები გაიცვალა.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილებში ხაზგასმულია საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა მრავალმხრივ ფორმატში.