ოკუპირებულ აფხაზეთში ლიტველი სპელეოლოგები დაიკარგნენ. ისინი აფხაზეთში მდებარე მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ღრმა მღვიმეში "კუბერა-ვორონიაში" გაქრნენ. მათთან კავშირი დაკარგულია.
ამის შესახებ ექსპედიცია "დედამიწის ცენტრისაკენ ღრმად" საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ვაიდა იურკენიენემ განაცხადა.
მისი განცხადებით, მთებში სადაც ეს მღვიმე იმყოფება ამინდი გაფუჭდა, სიტუაცია კრიტიკული გახდა და 1200 მეტრის სიღრმეზე მყოფ სპელეოლოგებთან კავშირი დაიკარგა.
60 ადამიანი ექსპედიციის წარმომადგენელთა შორის არიან უკრაინელები და ლიტველები.
მასალის გამოყენების პირობები