საქართველოს პრეზიდენტი კარალეთში ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახს ესტუმრა. ლაშა შავდათუაშვილის მშობლებს მიხეილ სააკაშვილმა შვილის წარმატება მიულოცა.
თავად ოლიმპიურ ჩემპიონს კი, რომელიც ლონდონში იმყოფება, ქვეყნის პირველი პირი ტელეფონით ესაუბრა.
ლაშა შავდათუაშვილის ოჯახის წევრებმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადეს იმ დახმარებისა და თანადგომისთვის, რომელსაც სახელმწიფო სპორტსმენებს უწევს.