საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებთან ერთად პარლამენტის წინ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი მიაგო საქართველო-რუსეთის ომისას დაღუპულთა ხსოვნას.
პარლამენტის წინ სახელწმიფო დროშა დაშვებულია. დეპუტატების განცხადებით, 7 და 8 აგვისტოს შეწყვეტილია საარჩევნო კამპანია და ყველა ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, ეს ის დღეებია, რომელიც ყველას აერთიანებს, მიუხედავად პარტიული მიკერძოებისა.
"ამ დღეებში, როდესაც ვიხსენებთ ომში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეებს საქართველოსთვის, არ არის მიზანშეწონილი იყოს პოლიტიკური აქტივობა. დროშის დაშვება ეს სიმბოლური აქტია და ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გვახსოვს ომში დაღუპული გმირები და ეს დღე", _ განაცხადა ოჩიაურმა.